2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვისა და მატერიალურად წარმოდგენის თარიღი:
- სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა: 2026 წლის 15 - 16 იანვარი, 18:00 საათამდე.
- სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 2026 წლის 27-28 იანვარი, 10:00 - 17:00 საათი.
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .
სამუშაო საათები: 10:00- 17:00 .
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი (აკინძული);
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
- სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
- სამაგისტრო ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა იყოს თანდართული (თავფურცელის შესაბამისი)
გთხოვთ, გაეცნოთ:
- სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესს-სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა და სტრუქტურა განსაზღვრულია წინამდებარე წესის დანართის შესაბამისად.
- სამაგისტრო ნაშრომის მიმართ მოქმედი სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნები განსაზღვრულია ფაკულტეტის მიერ დადგენილი აკადემიური წერის სტანდარტებით.
- სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა აიტვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში.იხილეთ ინსტრუქცია.
პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემოწმების მიზნით იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი
- ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ელ. ფოსტაზე zurab.bitcholashvili@tsu.ge
ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!